Saturday, October 31, 2015

                             

                           ტრენინგის მერვე დღე

   როგორც ყოველთვის, ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. შევქმენით მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში.შემდეგი საკითხი იყო პორთფოლიოს გადახედვა.შემდეგ გადავიმეორეთ საქაღალდეში დოკუმენტების სახელწოდებების რედაქტირება. ბოლოს,ვიმუშავეთ ბლოგში, სადაც შევისწავლეთ გაჯეტის დამატება, კერძოდ კი სურათის ჩასმა და რედაქტირება.დღევანდელმა ტრენინგმაც საკმაოდ სწრაფად ჩაიარა. 
ტრე
   რო

Wednesday, October 28, 2015

                                   

                               ტრენინგის მეშვიდე დღე

  როგორც ყოველთვის,ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალის გამეორებით.შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის სასწავლო გეგმაზე. გავითვალისწინეთ განსაკუთრებულ მოსწავლეთა საჭიროებები და მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შევადგინეთ მათი დავალებების ჩამონათვალი.

Sunday, October 25, 2015

                           

                          ტრენინგის მეექვსე დღე

   
     ტრენინგის დასაწყისში,როგორც ყოველთვის,გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.შემდეგ განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციები და შეფასების რუბრიკები.განვიხილეთპროექტის სასწავლო პროცედურები და შევიმუშავეთ სასწავლო გეგმა.დღევანდელი დღე  მრავალმხრივ დატვირთული და საინტერესო იყო.

Saturday, October 24, 2015

               

                             

                     ტრენინგის მეხუთე დღე


 
    ტრენინგის დასაწყისში გავაკეთეთ წინა ტრენინგებზე ნასწავლის მოკლე მიმოხილვა.შემდეგ ვიმუშავეთ ინტერნეტში,მიმოვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები,შემდეგ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.ასევე ვიმუშავეთ ბლოგზე,ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა,სურათის ჩასმა,ფონის შეცვლა,წაშლა და სხვა რედაქტირება.

~

Sunday, October 18, 2015

     

                              ტრენინგის მეოთხე დღე

       დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით.შემდეგ გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევუდექით გეგმაზე მუშაობას.შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.შემდეგ შევავსეთ შეფასების გეგმა და გავაკეთეთ ანგარიში.

Saturday, October 17, 2015

                                   

                              ტრენინგის მესამე დღე

           
    ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.word-ში გავაკეთეთ ბუკლეტი და ჩავსვით სურათი.ასევე დავწერეთ პროექტის გეგმა.გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას,რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება მიზნის განსაზღვრასა და წერაში.მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო.

Sunday, October 4, 2015

                           პროექტის მეორე დღე


დღის რეჟიმი

1. საშინაო დავალება-პროექტების მიმოხილვა.
2. წინა მასალის გამეორება.
3. word-ის ინსტრუმენეტების მიმოხილვა.
4. ბუკლეტების დამზადება.
5. რეფლექსია.
  მეორე დღე დავიწყეთ პროექტების მიმოხილვით. შემდეგ გავიმეორეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ word-ის ინსტრუმენტები და შევუდექით ბუკლეტების დამზადებას. შევისწავლეთ ჩვენ მიერ შექმნილი მასალის საქაღალდეში შენახვა, ამ საქაღალდის დაზიპვა, ანუ დაარქივება და შემდეგ, დაარქივებული საქაღალდის ჩვენს ელ-ფოსტაზე გადაგზავნა.
     ტრენინგის დასასრულს კი შევაჯამეთ დღის  მანძილზე შესწავლილი მასალა.მეორე დღემ კიდევ უფრო საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday, October 3, 2015

                       

                        ტრენინგის პირველი დღე



    ტრენინგის დასაწყისში გავეცანით ერთმანეთს. შემდეგ ქალბატონმა ქეთიმ გაგვაცნო ტრენინგის სასწავლო კურსის მიზნები და ამოცანები. გავეცანით სახელმძღვანელოს. შემდეგ შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანით კურსის რესურსებს და  საქაღალდეში შევინახეთ რამდენიმე საინტერესო დოკუმენტი. ასევე შევისწავლეთ ბლოგის შექმნა. საშინაო დავალებად კი ტრენერმა მოგვცა თემის სათაურის მოფიქრება. შეიძლება ითქვას, რომ ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.